LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგას კონცერტზე ,,უენსდეის” მსახიობებმა სცენაზე არტისტთან ერთად იცეკვეს

144
photo-collage.png

29 სექტემბერს, ლონდონიდან, ლედი გაგას მიმდინარე ტურნეს ევროპული ნაწილი დაიწყო. The Mayhem Ball-ის ევროპულმა კონცერტების სერიამ სტარტი სიურპრიზით აიღო.

საქმე ისაა, რომ არტისტს მის მიერ ,,ნეტფლიქსის” გახმაურებული სერიალისთვის – ,,უენსდეი” შექმნილი სიმღერის – The Dead Dance შესრულებისას, სცენაზე სატელევიზიო შოუს მსახიობები, ემა მეიერსი და ივი ტემპლტონი შეურთდნენ.

გოგონებმა, რომლებიც სერიალში ინიდსა და აგნესს განასახიერებენ, მომღერალთან ერთად პერფორმანსი იმ ქორეოგრაფიით გააფორმეს, რომელიც სპეციალურად მათთვის დაიდგა. იგივე ცეკვა Wedensday-ის სიქუელის ერთ-ერთ ეპიზოდში სწორედ მეიერსისა და ტემპლტონის, ხოლო საუნდტრეკის კლიპში, თავად ლედი გაგას შესრულებით გვხვდება.

დამსხვრეული თოჯინის იმიჯი და ,,უენსდეის” ცნობილი ცეკვის ილეთები – ლედი გაგას ახალი კლიპი ტიმ ბარტონის რეჟისორობით

ცნობისთვის, ევროპის მასშტაბით ლედი გაგა 22 ნოემბრამდე იმღერებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები