LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლეგენდარულ კაპიტანთან ერთად გილოცავთ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას! 26 მარტს ისე გახარებულები მენახეთ, როგორც 1981 წლის 13 მაისს, ალექსანდრე ჩივაძის კაპიტნობით ვიყავით გახარებულები ყველა ერთად“ – გია ბაღაშვილი

227
გია ბაღაშვილი

21 მარტს, დინამო არენაზე, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურმა მატჩმა, რა დროსაც საქართველომ ლუქსემბურგი ანგარიშით 2:0 დაამარცხა, საერთო სიხარულით მთელი საქართველო გააერთიანა.

ფოტო: „გილოცავთ!“ – პრეზიდენტის ემოციები ისტორიულ მატჩზე

მატჩის დასრულების შემდეგ, „დინამო არენაზე“ ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელთან, ალექსანდრე ჩივაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს მუსიკოსი გია ბაღაშვილი და მოქალაქეებს გამარჯვებას ულოცავს:

„ჩვენს ლეგენდარულ კაპიტანთან ერთად გილოცავთ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას! დიდი მადლობა ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ამ სიხარულისთვის! ერთი ნაბიჯი დაგვრჩა სანუკვარ მიზნამდე!

26 მარტს ისე გახარებული მენახეთ, როგორც 1981 წლის 13 მაისს, ალექსანდრე ჩივაძის კაპიტნობით ვიყავით გახარებული და ბედნიერი ყველა ერთად!“ – წერს გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში.

ჩვენს ლეგენდარულ კაპიტანთან ერთად გილოცავთ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას! დიდი მადლობა ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ამ…

Posted by გია ბაღაშვილი • Gia Bagashvili on ხუთშაბათი, 21 მარტი, 2024

ცნობისათვის, 21 მარტს „დინამო არენაზე“ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს უმასპინძლა.

ისტორიული მატჩი ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

პირველ ტაიმში ანგარიში 41-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის გოლით გაიხსნა. ქართველმა ფეხბურთელმა მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.

ვიდეო: ბუდუ ზივზივაძე მიმართვას აქვეყნებს

კახა კალაძე: „ვულოცავ ჩვენს საამაყო ბიჭებს, ვულოცავ მთელ საქართველოს!კიდევ ბევრი წარმატება გვეზეიმოს“

magti 5g