LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული ფილმი „ბინძური ცეკვები” ეკრანზე ბრუნდება – ჯენიფერ გრეი ისევ ბეიბის როლს შეასრულებს

203
ბინძური ცეკვები

კინოსტუდიამ „ლაიონსგეითმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ 1987 წელს გამოსული ლეგენდარული ფილმის, „ბინძური ცეკვების“ გაგრძელებაზე მუშაობა იწყება.

ორიგინალ ფილმში მთავარ როლებს ასრულებდნენ ჯენიფერ გრეი და დაუვიწყარი პატრიკ სუეიზი, რომელიც 2009 წელს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ახალი ფილმის ერთ-ერთი მთავარი სიურპრიზი ისაა, რომ ჯენიფერ გრეი კვლავ დაუბრუნდება ბეიბის როლს და ამასთან ერთად პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერიც იქნება.

ფილმის სრულმეტრაჟიანი გაგრძელების წარმოება წელს უნდა დაიწყოს. პროექტზე იმუშავებენ პროდიუსერები, ნინა ჯეიკობსონი და ბრედ სიმპსონი, ხოლო სცენარს კიმ როზენსტოკი წერს.

„ბინძური ცეკვების“ ვარსკვლავი, ჯენიფერ გრეი, დიდი პაუზის შემდეგ, წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა

რეჟისორის ვინაობა ჯერჯერობით არ დასახელებულა. Lionsgate Motion Picture Group-ის ხელმძღვანელმა, ადამ ფოგელსონმა აღნიშნა, რომ „ბინძური ცეკვები“ დღემდე ისეთივე საყვარელია მაყურებლისთვის, როგორიც პრემიერის დროს იყო და სწორედ ამიტომ გაგრძელებისთვის განსაკუთრებული, იდეალურად შერჩეული გუნდის შეკრებაა აუცილებელი.

ფილმის ორიგინალური სიუჟეტი 1963 წლის ზაფხულში ვითარდება და 17 წლის ბეიბის ისტორიას გვიყვება, რომელიც ოჯახთან ერთად საკურორტო სასტუმროში ატარებს არდადეგებს. შემთხვევითობის წყალობით ის ჯონის, პროფესიონალ მოცეკვავეს გაიცნობს. ცეკვა, საიდუმლოებები და აკრძალული სიყვარული საბოლოოდ იქცა კინოკლასიკად, რომლის გაგრძელებას წლებია ველოდით.

„ცხვირის ოპერაციამ ჩემი კარიერა დაანგრია“ – „ბინძური ცეკვების“ ვარსკვლავი, ჯენიფერ გრეი მედიასთან გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები