ლეგენდარული იტალიელი საესტრადო მომღერალი ალ ბანო საქართველოში კონცერტს გამართავს. 80 წლის მუსიკოსის სოლო კონცერტი 24 ნოემბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ ავრცელებს.
ლეგენდარული მუსიკოსი, რომლის ანგარიშზე 30-მდე ალბომია, განსაკუთრებით პოპულარული იყო 80-იან წლებში. მისი დუეტები რომინა პაუერთან ერთად, სან-რემოს პოპულარული ფესტივალის ტრიუმფატორი იყო. ქართველი მსმენელისთვის განსაკუთრებით ცნობილია ისეთი ჰიტები, როგორიცაა Felicita, Sempre Sempre, Liberta და სხვები.
https://www.youtube.com/watch?v=aoqOuPBuTl0