LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული ჯგუფი Genesis 13-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება

53
unnamed

ლეგენდარული პროგრესივ როკ-ჯგუფი Genesis 13-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. „გრემის“ მფლობელმა მუსიკალურმა კოლექტივმა ტურნე The Last Domino? Tour დააანონსა. ბენდის წევრები: ფილ კოლინსი, ტონი ბენქსი და მაიკ რეზერფორდი ჯგუფის 40 წლის იუბილესთვის გაერთიანდებიან და კონცერტებს ბრიტანეთსა და ირლანდიაში გამართავენ.

ტურნე 2020 წლის 16 ნოემბერს დაიწყება და 11 დეკემბერს დამთავრდება.

შეგახსენებთ, ჯგუფი ინგლისში, 1967 წელს ჩამოყალიბდა. კოლექტივს საერთო ჯამში 150 მილიონამდე ალბომი აქვს გაყიდული.  2010 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები