LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული ჯგუფი Rolling Stones 2020 წელს ახალ ალბომსა და მსოფლიო ტურნეს აანონსებს

77
Rolling-Stones-2019

ლეგენდარული ჯგუფის Rolling Stones გიტარისტმა, რონი ვუდმა განაცხადა, რომ ჯგუფი გამოუქვეყნებელ მასალაზე მუშაობს და 2020 წელს ახალ ალბომს შემოგვთავაზებს, გარდა აღნიშნული ინფორმაციისა, ეპოქალური ჯგუფი მსოფლიო ტურნეში მიემგზავრება, რომელსაც სულ რაღაც 4 თვეში დაიწყებს.

 „ახალი ალბომი გარკვეულ თავსატეხს ჰგავს, ჩვენ ერთი სული გვაქვს, მას როდის წავადგენთ“ – აცხადებს მუსიკოსი.

როგორც ირკვევა, აღნიშნული ალბომის გამოშვებას ჯგუფი გასულ წელსაც გეგმავდა, თუმცა მუსიკალური კოლექტივის ფრონტმენის, 76 წლის მიკ ჯაგერის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ეს ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, მიკ ჯაგერმა გულზე ოპერაცია გადაიტანა, თუმცა ამჯერად ლეგენდარული არტისტის ჯანმრთელობის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია და ის  მსოფლიო ტურნეს გასამართად, მზად არის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები