ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Guns N’ Roses-ის გიტარისტმა, სლეშმა Sweetwater-ს ინტერვიუ მისცა. მუსიკოსმა გაამხილა, რომ კარანტინის დროს, თვითიზოლაციაში ბენდი ახალ კომპოზიციაზე მუშაობდა, რომელსაც საზოგადოება მალე მოისმენს.
„კარანტინის დროს თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდი, სტუდიაშიც ხშირად დავდიოდი და კომპოზიციებს ვწერდი. ჯგუფის ბასისტ დაფ მაკკეგანთან და ვოკალისტ, ექსლ როუზთან ერთად ახალი სიმღერა ჩავწერეთ, საოცრად ნაყოფიერი პერიოდი გვქონდა და წინ კარგი რაღაცები გელოდებათ“, – განაცხადა სლეშმა.
შეგახსენებთ, ლეგენდარულმა ჯგუფმა ბოლო ალბომი Chinese Democracy 2008 წელს გაავრცელა.
https://www.youtube.com/watch?v=UbuO3xPgFhA&list=PLkDaePX1yI63OdvLZWBvSM5kIXHF4VqwW