LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lego-მ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები დააანონსა

119
lego-death-star-home

„სიკვდილის ვარსკვლავი“ – არის Lego-ს ახალი ნაკრები, რომელიც კომპანიის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული იქნება. გამოცემა The Verge-ს ინფორმაციით, მოდელი, რომელიც „ვარსკვლავური ომების“ ინსპირაციით შეიქმნა 1000 დოლარი ეღირება.

„სიკვდილის ვარსკვლავი“ 9 ათასზე მეტ დეტალს გააერთიანებს. აწყობილ მდგომარეობაში კონსტრუქციის სიმაღლე 70 სანტიმეტრი, სიგანე კი 80 სანტიმეტრი იქნება. ნაკრებში 38 ფიგურა იქნება გათვალისწინებული და მათი მეშვეობით ლეგენდარული ფილმის რამდენიმე სცენა გაცოცხლდება.

ასეთი ძვირადღირებული Legos-ს კომპლექტი გულშემატკივრებს აქამდე არ უნახავთ და კრიტიკოსებს კითხვებიც გაუჩნდათ, თუ რატომ უნდა ღირდეს პლასტმასის სათამაშო 1000 დოლარი.

თუმცა, Lego თავისი რეკორდული შემოსავლებითა და რეკორდული მოგებით თავს უფლებას აძლევს გააკეთოს ის რაც სურს, რამეთუ სათამაშოების ინდუსტრიაში ყველა სხვა მოთამაშეს დიდი ხანია უსწრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები