27 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში ხათუნა წურწუმიას ლექსების პირველი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პოეტის 55 წლის იუბილეს დაემთხვა.
ცნობილი მომღერლის, ლელა წურწუმიას და ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ლექსების უმეტესობა მეუღლეს დაუწერა: „ჩემს ქმარს ეძღვნება, ის ერთი იყო და მე შემხვდა…“
გთავაზობთ ერთ-ერთ ლექსს მისი შემოქმედებიდან:
„ჰოკუსაის გრავიურების ბმასთან,
უდრეკი მეზღვაურების
მსგავსად,
შენ რჩები იდუმალ
ხმასთან და…
მხოლოდ
საკუთარ თავთან…“

ის ინტერვიუში შუათანა დის შესახებაც საუბრობს:
„ლელა ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი ნიჭით, მუსიკალური მონაცემებით. ყველაფერს დიდი შრომით მიაღწია და ღირსია იმ სიყვარულის, რასაც მისი მსმენელი გამოხატავს…“

