LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლელო“ EU-ის კითხვარის გასაჯაროებას ითხოვს: „საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში წარმოადგინოს საკუთარი ხედვა“

68
რგჯჰ5ტე

პარტია „ლელო“ მოითხოვს, ევროკავშირისგან მიღებული  კითხვარი საჯარო გახდეს და აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში საკუთარი ხედვა წარმოადგინოს.

„მოვითხოვთ, რომ გასაჯაროვდეს ეს კითხვარი, გახდეს ხელმისაწვდომი ყველასთვის.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროინტეგრაციის კომიტეტმა პარლამენტში მოიწვიოს ახლავე, უახლოეს დღეებში საგარეო საქმეთა მინისტრი და მან წარადგინოს, როგორ აპირებს მთავრობა მთავრობა იმუშაოს ამ კითხვაზე და როგორ აპირებს, გასცეს პასუხი. ასევე კონკრეტული მიმართულებებით, განსაკუთრებით იქ, სადაც ჩვენ დღესაც ვნახეთ მათ შორის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, გვაქვს ყველაზე მწვავე გამოწვევები, ეს არის მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა, ევროინტეგრაციის კომიტეტმა უნდა გაწეროს მთელი თვის სამუშაო გრაფიკი და ყველა სამუშაო სხდომაზე უნდა მოვიდნენ შესაბამისი მინისტრები და ოფიციალური პირები, რომლებიც წარმოადგენენ მიმდინარეობას ამ კითხვარზე პასუხის გაცემის პროცესის.

და ბოლოს, ევროკავშირში გაწევრიანებას სჭირდება ოფიციალური სახელმწიფო სტრატეგია და ეს სტრატეგია უნდა წარმოადგინოს ასევე ამ ერთი თვის მანძილზე ხელისუფლებამ.

ეს არის ჩვენი კონკრეტული მოთხოვნები იმასთან ერთად, რასაც დიდი ხანია ვამბობთ, რომ მიშელის შეთანხმების ყველა რეფორმის განხორციელება უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ, ეს ყველაფერი თუ გაკეთდება, მაშინ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ხელისუფლებასთან ერთად იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს წარმატების შანსი“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

„ლელოს“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით კი, ახლა ყველას ამოცანაა, ამ ისტორიული მიზნის ირგვლივ მოხდეს საზოგადოების კონსოლიდაცია.

„ჩვენი ამოცანა და მიზანია ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წარმატება და წარმატება იქნება სწორედ ის, რომ დროულად მოხდეს ამ კითხვარის შევსება, ეს პროცესი იყოს საჯარო, ჩვენმა თანამოქალაქეებმა იცოდნენ, თუ რა კითხვებია გამოგზავნილი, რა პასუხებს სცემს „ქართული ოცნება“, რა რეფორმები უნდა განხორციელდეს უახლოეს მომავალში იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენება. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა ახლა, რომ ამ ისტორიული მიზნის ირგვლივ შევძლოთ საზოგადოების კონსოლიდაცია და ჩვენ შევძლოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ის რისკები, რომელიც დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნასთან“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი ვაშაძე: მხოლოდ კითხვარის შევსება კი არაა მნიშვნელოვანი, მე, მაგალითად “ქართული ოცნების” ადგილზე პარლამენტში დავარეგისტრირებდი მინიმუმ 100 კანონპროექტს, რომელიც იქნებოდა სწორედ ევროპული რეფორმების მთავარი ფუნდამენტი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g