LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლელო” მოუწოდებს “ქართულ ოცნებას” შარლ მიშელის შეთანხმებას დაუბრუნდეს – პარტიამ 5-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

70
Untitled design (2)

პარტია “ლელო საქართველოსთვის” მმართველ გუნდს მოუწოდებს, სასწრაფოდ დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმებას, რადგან ეს იქნება ყველაზე ნათელი გზავნილი ევროკავშირისთვის, ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე.

ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა და პარტიის 5-პუნქტიანი გეგმა წარადგინა:

“ევროკავშირი რამდენიმე კვირაში მიიღებს ისტორიულ გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის თაობაზე. ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ ჩვენს ქვეყანას მისცა უპრეცედენტო შანსი მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვებამ შეიძლება კიდევ დიდხანს დატოვოს საქართველო გეოპოლიტიკურ გაურკვევლობაში.

“ლელოს მთავარი პოლიტიკური ამოცანა იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის უზრუნველყოფა.
შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია:

1. შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის განაცხადის შედეგზე.

2. 19 აპრილის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შეთანხმებული პოლიტიკური შეთანხმებიდან ქართული ოცნების გასვლამ, უმძიმესი დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. სწორედ მიშელის შეთანხმების დატოვება იყო მთავარი პრობლემა, რომელიც ბრიუსელში ჩვენი შეხვედრებისას დღის წესრიგში დააყენა ევროპულმა მხარემ.

3. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაბრუნდეს აღნიშნულ შეთანხმებაში. ეს ყველაზე ნათელი პოზიტიური გზავნილი იქნება ევროკავშირისთვის დარჩენილ მოკლე დროში, ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე.

4. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მიშელის შეთანხმების პროცესში, აიღოს პასუხისმგებლობა და გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ყველა უფლება იმისთვის, რომ ქართული ოცნება დაბრუნდეს აღნიშნულ შეთანხმებაში.

5. ვიწყებთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ერთის მხრივ, დარჩენილ გადამწყვეტ კვირებში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დასაფიქსირებლად და მეორეს მხრივ, მიშელის შეთანხმებაში მმართველი გუნდის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით”, – განაცხადა ხაზარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g