„ლელო საქართველოსთვის“ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმისა და საზღვარზე გადასახადის (მოსაკრებლის) დაწესებას ითხოვს.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეს უალტერნატივო საჭიროებაა.
„ლელო“-ს განცხადებით, ეს მოთხოვნა პარტიამ ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში გააჟღერა, თუმცა, „სამწუხაროდ ხელისუფლებისგან რეაგირება ნულია.“
„NDI-ის ბოლო კვლევის შედეგები ადასტურებს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესების თაობაზე.“ – აცხადებენ „ლელოში.“
უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას – NDI
კვლევის თანახმად, კითხვას, უნდა შემოიღოს თუ არა საქართველოს მთავრობამ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, დადებითად 69%-მა უპასუხა, 21%-მა თქვა, რომ სავიზო რეჟიმი არ უნდა შემოვიღოთ, 10%-მა კი თქვა, რომ არ იცის.