უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე არსებული ვითარება ირიბად გერმანიის ბრალია, რომელმაც ამ დრომდე არ გადასცა უკრაინას შეიარაღება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ფეიგინ ლაივთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ლენდ ლიზის“ ტემპმა არ გაამართლა. ამასთან, არესტოვიჩის განცხადებით, არ გაამართლა, არა აშშ-სა და ბრიტანეთის შეიარაღების, არამედ გერმანული შეიარაღების გამო.
არესტოვიჩის თქმით, უკვე დიდი ხანია, რაც გერმანიის ბუნდესტაგის ქვედა პალატამ კენჭი უყარა მძიმე შეიარაღების გადაცემის საკითხს და გეპარდები, ჰაუბიცები და სხვა მძიმე შეიარაღება უკრაინას დროულად რომ ჰქონოდა, ახლა გაცილებით სხვა მდგომარეობა იქნებოდა.
„ფაქტობრივად, გერმანული მხარე აჭიანურებს საბრძოლო ტექნიკის გადაცემას და ირიბად არის დამნაშავე იმაში, რაც ფრონტზე ხდება. რომ გვყავს გამოფიტული დანაყოფები, განადგურებული შეიარაღებით. რუსულ შეიარაღებასთან შეფარდებით მინორულ პოზიციაში არიან, განსაკუთრებით არტილერიაში.
რუსული არმია უკრაინაში ახლა ტაქტიკურ წარმატებას განიცდის, რომელიც შესაძლოა, გადაიზარდოს ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის მიმართულებით ოპერატიულად“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
მისი თქმით, ევროპა სერიოზულ კრიზისში შედის, ეს კრიზისი კი პირდაპირ აისახება უკრაინელ საზოგადოებაზე.
„ევროპის ცალკეული ქვეყნები, ორმხრივ დონეზე კი თავს იძვრენენ და მათ შორის გვიწევენ აუცილებელ სამხედრო დახმარებასაც. საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი და იტალია მშვიდობას ემხრობიან, მოლაპარაკებებს. მოლაპარაკებები ერთი მიზეზით – დათმობები პუტინთან. მოდით, დავუთმოთ მას ბოლოს და ბოლოს. შერიგდებით, ავაშენებთ ახალ ევროპას, შევთანხმდებით და ყველაფერი კარგად იქნება“, – აცხადებს არესტოვიჩი.