პსჟ-ს თავდამსხმელები ნეიმარი და მესი იაპონიაში კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.
საფრანგეთის ჩემპიონები აზიურ ქვეყანაში წინასასეზონო ტურნეს ფარგლებში ჩავიდნენ და ვარსკვლავებმა მონაწილეობა სპეციალურ პრესკონფერენციაში მიიღეს.
ნეიმარს კითხეს, როგორ შეაფასებდა იაპონურ ფეხბურთს, თუმცა თარგმნისას პრობლემები წარმოიშვა და პარტნიორს მესი დაეხმარა.
„ლეო ჩემი თარჯიმანია“ – ხუმრობით წარუდგინა ბრაზილიელმა არგენტინელი.