გასულ უქმეებზე არგენტინაში ლიონელ მესისა და ანტონელა როკუცოს გრანდიოზული ქორწილი გაიმართა. მშობლიურ ქალაქ როსარიოში გამართულ ცერემონიას წყვილის 260 მეგობარი და ახლობელი ადამიანი ესწრებოდა. ღონისძიებამ უკვე მიიღო „საუკუნის ქორწილის“ სტატუსი.
ამ დღეებში კი მესის ბედნიერმა მეორე ნახევარმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გააზიარა, სადაც ჩანს, რომ ორივე მათგანს თითებზე ქორწილის თარიღი – XXX-VI-XVII აქვს ამოტვიფრული.
შეგახსენებთ, რომ ანტონელა ლეოს ბავშვობის სიყვარულია. წყვილს ორი შვილი – ტიაგო და მატეო ჰყავთ.

