LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიო და ჯენიფერ ლოურენსი მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმში მთავარ როლებს შეასრულებენ

109
ლეონარდო დიკაპრიო და ჯენიფერ ლოურენსი მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმში მთავარ როლებს შეასრულებენ

ლეონარდო დიკაპრიო და ჯენიფერ ლოურენსი მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმში ითამაშებენ, რომელსაც ცნობილი რომანის, „რა ხდება ღამით“ სცენარის მიხედვით გადაიღებენ.

სცენარის მიხედვით, წყვილი პატარა, თოვლიან ქალაქში მიემგზავრება ბავშვის აყვანისა და ახალი ცხოვრების დასაწყებად. თუმცა, რაც უფრო დიდხანს რჩებიან ისინი, მით უფრო მეტ უცნაურ რამეს ამჩნევენ გარშემო. ატმოსფერო სულ უფრო დაძაბული ხდება და ადგილობრივებთან ურთიერთობა უფრო და უფრო რთულდება.

თანდათანობით, ისინი ეჭვქვეშ აყენებენ არა მხოლოდ საკუთარ გადაწყვეტილებას, არამედ ერთმანეთსაც, სანამ არ გაიგებენ სიმართლეს, რომელიც ყველაფერს შეცვლის.

გადაღებები მომავალი წლის დასაწყისში იწყება.

ფოტო/ვიდეო: „საუკუნის ფილმი“ – კინოკრიტიკოსების ქება-დიდება, ლეოს საოცარი პერფორმანსი და მორიგი „ოსკარის“ მოლოდინი – ყველაფერი ახალი კინოსურათის, „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ შესახებ

ჯენიფერ ლოურენსი და რობერტ პატინსონი ფილმის პრემიერაზე – ფილმს „კანის კინოფესტივალზე” ექვს წუთიანი უწყვეტი აპლოდისმენტი მოჰყვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები