LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიო კვენტინ ტარანტინოს ფილმში მონაწილეობას მიიღებს

74

ლეონარდო დიკაპრიო კვლავ ითანამშრომლებს კვენტინ ტარანტინოსთან. რეჟისორის ახალ ფილმში მოქმედება 1969 წელს განვითარდება და მასში მსახიობ შერონ ტეიტისა და მისი ოთხი მეგობრის მკვლელობის შესახებ იქნება მოთხრობილი.

არსებული ინფორმაციით, დიკაპრიო უმუშევარ მსახიობს განასახიერებს. ტეიტის როლზე კი მარგო რობის კანდიდატურა განიხილება. არსებობს ვერსია, რომ ფილმში ტომ კრუზსა და ალ პაჩინოსაც ვიხილავთ.

დიკაპრიოსთვის „გადარჩენილის“ შემდეგ ეს პირველი ფილმი იქნება. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, აღნიშნულმა პროექტმა მას „ოსკარი“ მოუტანა. რაც შეეხებათ ტარანტინოსა და დიკაპრიოს, 2012 წელს მათ უკვე ითანამშრომლეს ფილმში „გათავისუფლებული ჯანგო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები