LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიო მარტინ სკორსეზეს ფილმში The Wager ითამაშებს

173
page

ლეონარდო დიკპარიო მარტინ სკორსეზეს კიდევ ერთ ფილმში ითამაშებს. ახალი პროექტის შესახებ ლეგენდარულმა რეჟისორმა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ისაუბრა.

ეს იქნება დევიდ გრანის რომანის, The Wager-ის ეკრანიზაცია. სიუჟეტი მე-18 საუკუნეში ვითარდება, ლეონარდოს გმირი საზღვაო კატასტროფას გადარჩენილი მეზღვაურია. დიკაპრიო, სკორსეზე და გრანი ერთობლივ ფილმზე მეორედ მუშაობენ. პირველი გახლავთ „ყვავილოვანი მთვარის მკვლელები“, რომლის პრემიერაც „კანის კინოფესტივალზე“ უკვე შედგა, ეკრანებზე კი მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოვა.

ცნობისთვის, სკორსეზესა და დიკაპრიოს 7 ერთობლივ ფილმზე აქვთ ნამუშევარი, ესენია:

„ნიუ-იორკის ბანდები“, „ავიატორი“, „მიცვალებულები“, „ჩაკეტილი კუნძული“, „უოლ-სტრიტის მგელი“,

რობერტ დე ნირო და ლეონარდო დიკაპრიო მარტინ სკორსეზეს ახალ ვესტერნში – პირველი ოფიციალური „თრეილერი“ გავრცელდა

მარტინ სკორსეზე, რობერტ დე ნირო და ალ პაჩინო ლონდონში „ირლანდიელის“ პრემიერაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები