მიმდინარე წლის აპრილში, ზუსტად ერთი წელი გახდება, რაც ლეონარდო დიკაპრიო კამილა მორონეს ხვდება.
ცნობილი ფაქტია, რომ წყვილი საჯაროდ გრძნობების გამოხატვას ერიდება, თუმცა ამ დღეებში, ქსელში ,,ოსკაროსანი” მსახიობისა და ახალგაზრდა მოდელის იშვიათი ფოტოები გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დასავლეთ ჰოლივუდში ყოველდღიური სამოსით გამოჩნდნენ, პაპარაცებს მათი ცნობა არ გაჭირვებიათ.
კადრებში, 44 წლის ვარსკვლავი და მისი 21 წლის მეგობარი გოგონა ხელჩაკიდებული ჩანან.



