LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიოსა და კამილა მორონეს სახლში ძაღლის წამოსაყვანად მისულ გოგონას ლეო კამილას მამა ეგონა

216
page

გასულ წელს, ლეონარდო დიკაპრიო და კამილა მორონე 3 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. მანამ, სანამ 48 წლის ლეო ახალგაზრდა ლამაზმანების გარემოცვაში ერთობა, ინტერნეტსივრცეში მის შესახებ სახალისო ინფორმაცია ვრცელდება.

2018 წელს, წყვილმა „ჰასკის“ ჯიშის ძაღლის გასხვისება გადაწყვიტა. ოთხფეხა მეგობრის აყვანის მსურველ გოგონას სააგენტო დაუკავშირდა. ის ვარსკვლავური წყვილის სახლში მიიწვიეს, თუმცა საქმე ისაა, რომ მან არ იცოდა ძაღლის პატრონების ვინაობა და ძალიან გაუკვირდა, როცა უეცრად ჰოლივუდურ სახლში აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, მან ვერც კამილა იცნო და ვერც ლეო, რომელიც ეზოში ძაღლს ეთამაშებოდა. ლეონარდო მას კამილას მამა ეგონა.

„ეს თქვენი მამაა?“, – ჰკითხა გოგონამ კამილას

„არა, ეს ჩემი მეგობარი ბიჭია“, – უპასუხა ახალგაზრდა მოდელმა მას გაოცებული სახით.

ვიდეო, რომელშიც გოგონა ამ ამბავს იხსენებს, უკვე უამრავი ნახვა და კომენტარი აქვს.

„იარა, იარა და ბოლოს შეიკს მიადგა“ – ლეონარდო დიკაპრიო და ირინა შეიკი წვეულებაზე ერთად გადაიღეს

ლეონარდო დიკაპრიო კამილა მორონეს დაშორდა – მიზეზი გაგაოცებთ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები