უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე რუსულ შოუბიზნესში სიტუაცია რადიკალურად აირია. ყველასთვის მოულოდნელად, უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გააკეთეს ლეონიდ აგუტინმა და ანჟელიკა ვარუმმაც. მეტიც, მათ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად კონცერტიც კი გამართეს. მას შემდეგ, მსმენელმა მუსიკოსების შესახებ არაფერი იცოდა, აგუტინი და ვარუმი სოციალური ქსელებიდანაც გაქრნენ.
ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ რუსმა მომღერლებმა ქვეყანა დატოვეს და ამერიკაში გაემგზავრნენ. სწორედ ამერიკაში ცხოვრობს მეუღლეების ქალიშვილი, ლიზაც. ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაბრუნდებიან რუსეთში აგუტინი და ვარუმი. მეუღლეებმა ყველა დაგეგმილი კონცერტი გააუქმეს. მათ სოციალურ ქსელში ამერიკიდან პირველი ფოტოც გაავრცელეს.
ლეონიდ აგუტინისა და ანჟელიკა ვარუმის 23 წლის ქალიშვილი სცენაზე ,,ბონ ჯოვისთან“ ერთად მღერის