LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონიდ აგუტინმა და ანჟელიკა ვარუმმა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად გამართულ ონლაინ კონცერტზე იმღერეს

445
leonid-agutin

ლეონიდ აგუტინმა და ანჟელიკა ვარუმმა რუსეთში უკრაინის შეჭრა თავიდანვე უარყოფითად შეაფასეს. რუსმა ვარსკვლავებმა სოციალურ ქსელებში ომის შეჩერების შესახებ ვრცელი სტატუსები გამოაქვეყნეს. აღსანიშნავია, რომ ანჟელიკა ვარუმი თავიდანვე უარს ამბობდა ყირიმში გამგზავრებაზე და იქ კონცერტის ჩატარებაზე, რადგან ლვოვშია დაბადებული და იქ ნათესავები ჰყავს, შესაბამისად, უკრაინის მიმართ დიდი ემოციები აქვს… გარდა ამისა, როგორც ანჟელიკა ინტერვიუებში აღნიშნავდა, მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ამის გამო შესაძლოა, მისთვის უკრაინაში შესვლა აეკრძალათ…

ახლახან ლეონიდ აგუტინმა მეუღლესთან ერთად უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად გამართულ ონლაინ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. საქველმოქმედო ღონისძიების U For Ukraine ფარგლებში, თანხა შეგროვდა უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის –  ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის.

ვერა ბრეჟნევა, შვილთან ერთად, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ლტოლვილების დასახმარებლად ჩავიდა

ალა პუგაჩოვა ისრაელში დიაბეტისა და გულის დაავადების გართულებით ჩაფრინდა – ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი, უცნობია