რეპერი ლექს-სენი, რომელიც დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია, „ტვ პირველის“ გადაცემა „პირველ ხაზთან“ აფასებს ოპოზიციური ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნის ფაქტს და აღნიშნავს, რომ მისთვის ზოგიერთი ძალა, რომელიც ამ კოალიციაში გაერთიანებულია, მიუღებელია, თუმცა დასძენს, რომ თუკი საზოგადოებას კოალიციური მთავრობა სურს, მაშინ ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლია.
ლექს-სენი:
„შეიძლება, მე, ჩემი სუბიექტური აზრია და პოზიცია, რომ მაინცდამაინც არ აღვფრთოვანდე ვიღაც-ვიღაცების მონაწილეობით და არ მივესალმებოდე, მე ჩემი ხედვა მაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასე არ უნდა ყოფილიყო. იმიტომ, რომ დღეს ასე სჭირდება ქვეყანას, ვიღაცას ისიც აწყობს და ისიც უნდა იყოს, თუ ვთანხმდებით, რომ კოალიცია უნდა იყოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაიმართოს ქვეყანა წელში, მე თვალს ვხუჭავ ამაზე, კი ბატონო, ვუწონებ აპლოდისმენტებით, კარგი, ვინც არ არის ღირსი, ისიც იყოს – არ მინდა განწყობის გაფუჭება, არ ვიტყვი სახელებსა და გავრებს, არ იქნება სწორი. ცალსახად კარგი იქნება. მოდი, ვაღიაროთ, რომ მივედით ამ ეტაპამდე… შეიძლება, 2005-შიც ასე უნდა დაწყებულიყო, ან 2012-ში გაგრძელებულიყო, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ჩვენ ხომ ყველაფერს დაგვიანებით ვაკეთებთ ხოლმე. ერთი ხელი გააფუჭებს, მეორე შეამჩნევს, ერთი თვალს დახუჭავს, მეორე – არა. ვის ეშინია კონკურენციაში ჩაბმის, უუნაროსა და სუსტს.
ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა არის კოლაციის იდეა. ჭკვიანმა ადამიანებმა იციან და ხედავენ….“