LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დადუნაშვილის დედა: ხორავას ქუჩის ტრაგედიას არ ჰყავს არც დამნაშავე და არც დაზარალებული

150

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის ლევან დადუნაშვილის დედა ამბობს, რომ მომხდარი ტრაგედია დიდი ბოროტებაა და მის წინაშე ყველა დაზარალდა. მისი თქმით, უფროსებმა უფრო ჭკვიანური დასკვნები უნდა გააკეთონ, რომ აღარ დაზარალდნენ. განცხადება მოკლული მოზარდის დედამ დღეს საქალაქო სასამართლოსტან გააკეთა, სადაც ბრალდებულ მოზარდებს სასჯელი განესაზღვრათ.

„ეტყობა ძალიან უნდოდათ ეს შედეგი დამნაშავეებს, ისეთი გულმოდგინებით არიან ნამუშევარი ხორავას ქუჩაზე.

ვთვლი, რომ ხორავას ტრაგედია არის ტრაგედია და მე ვთვლი, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიას არ ჰყავს არც დამნაშავე და არც დაზარალებული, ჩვენ ყველანი დაზარალებილები ვართ. ჩვენ დავზარალდით დიდი ბოროტების წინაშე.

კარგი იქნება თუ უფროსები გავაკეთებთ ჭკვიანურ დასკვნებს რომ აღარ დავზარალდეთ,“- აცხადებს ლევან დადუნაშვილის დედა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე წელი მიესაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები