ნაცუ ბაშოს მე-12 დღეს ლევან გორგაძის მეტოქე დიდი ჩემპიონი – მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო იყო, რომლის ანგარიშზეც 40 იუშოა და სუმოს ცოცხალ ლეგენდად მიიჩნევა.
ტოჩინოშინი და ჰაკუჰო აქამდე ოფიციალურ შეხვედრებში 25-ჯერ შეხვედნენ და ყოველთვის ჰაკუჰო იგებდა.
ტოჩინოშინმა ამ გამარჯვებით ოძეკის რანგი გაინაღდა და დიდი ჩემპიონის წინააღმდეგ წარუმატებელი შეხვედრების უსიამოვნო ტრადიცია დაასრულა (1:25).
ლევანი გაზაფხულის ბაშოს მარცხის გარეშე ლიდერობს (12:0) და მთავარი კანდიდატურაა იმპერატორის თასის მოგების.