სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატების კრიტიკას და განაცხადა, რომ მომავალ წელს და მის შემდეგ, როცა კვლავ აქ იმუშავებს, პრიორიტეტად პრობლემებზე საუბარი უნდა იქცეს, არა მიღწევებზე.
„აქ ყოფილი სახალხო დამცველი ზის და როცა ის სახალხო დამცველი იყო, მიღწევებზე არ ლაპარაკობდა – ის იმ დროს არსებულ პრობლემებზე ლაპარაკობდა. მეც არსებულ პრობლემებზე უნდა ვილაპარაკო. არ იქნება პერიოდი, როცა ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით პრობლემები ამოწული იქნება – ყიველთვის რაღაც იქნება და სახალხო დამცველმა ამაზე უნდა ილაპარაკოს.
თქვენ სისტემური დანაშაულები ახსენეთ. სოზარ სუბარის დროს სისტემური დანაშაული იყო, მაგრამ სისტემური პრობლემები ახლაც არის. სისტემური პრობლემაა, როცა ყველა სოციალური საცხოვრისი, რაც საქართველოშია, ადამინის უფლებების კუთხით აბსოლუტურად მიუღებელია და იქ ცხივრება ღირსების შემლახავია. არ არის ეს სისტემური პრობლემა? – რამეს ვიგონებ?!
სხვადასხვა დროს სხავადასხვაგვარი გამოწვევებია. გასაგებია, რომ დღეს ციხეში ადამიანებს არ აწამებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა საკითხებზე არ ვილაპარაკოთ და ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად რის და ქვეყანაში ყველაფერი გადასარევად მიდის.
და ბოლოს, სანამ სახალხო დამცველი ვიქნები, მე პოლიტიკურ განცხადებებს არ გავაკეთებ და პოლიტკურ დებატებში არ ჩავერთვები – ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია. ყოველთვის ვისაუბრებ ადამიანებზე და მათ უფლებებზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში პოლიტიკაზე“, – მიმართა უმრავლესობის წევრებს ლევან იოსელიანმა.