LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან კოჭლოშვილი:  სირცხვილია, როდესაც ხალხის მძარცველი მამუკა ხაზარაძე საარჩევნო პროგრამას ილიას გზას უწოდებს, რადგან მისგან განსხვავებით დიდი ილია არასდროს არ ყოფილა მევახშე და ყოველთვის გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდა

263
ლევან კოჭლოშვილი

„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დანაყოფის, „ლელოს“ საარჩევნო პროგრამას უნდა ერქვას გიგლა ბერბიჭაშვილის გზა და არა ილიას გზა“, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ სირცხვილია, როდესაც ხალხის მძარცველი მამუკა ხაზარაძე საარჩევნო პროგრამას ილიას გზას უწოდებს, რადგან მისგან განსხვავებით დიდი ილია არასდროს არ ყოფილა მევახშე და ყოველთვის გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდა.

„მევახშე ხაზარაძემ საზოგადოებას წარმოუდგინა წინასაარჩევნო პროგრამა ე.წ. ილიას გზა. მევახშე ამომრჩევლებს ჰპირდება 1000 ლარიან პენსიას და მინიმალურ 1000 ლარიან ხელფასს.

სირცხვილია, როდესაც ხალხის მძარცველი ხაზარაძე საარჩევნო პროგრამას ილიას გზას უწოდებს. მინდა მას ვუთხრა, რომ მისგან განსხვავებით დიდი ილია არასდროს არ ყოფილა მევახშე, ყოველთვის გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდა.

1000 ლარიანი პენსიისა და მინიმალური 1000 ლარიანი ხელფასის დაპირება როგორ დავიჯეროთ, როდესაც რეგიონებში თი ბი სი ბანკის თანამშრომლების 90%-ზე მეტის ყოველთვიური ანაზღაურება 1000 ლარზე ნაკლებს შეადგენს.

და ბოლოს – მევახშე ხაზარაძე არა თუ ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს, არამედ უამრავი შემთხვევაა, როდესაც თი ბი სი ბანკის უამრავი მსესხებელი გამოასახლეს სახლებიდან, უსახლკაროდ დარჩა და ბევრმა მათგანმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

კოლექტიური ნაცმოძრაობის დანაყოფის, ლელოს საარჩევნო პროგრამას უნდა ერქვას გიგლა ბერბიჭაშვილის გზა და არა ილიას გზა“, – წერს ლევან კოჭლოშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g