LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“, Asian World Film Festival-ის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა

84
ლევან კოღუაშვილი

ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“, Asian World Film Festival-ის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. გამარჯვების მოპოვების შემდეგ ფესტივალის ჟიურისა და დამსწრე საზოგადოებას ლევან კოღუაშვილმა მადლობა გადაუხადა.

„ქვეყანა საქართველო, რომელიც ევროპისა და აზიის გზაგასაყარზეა, მუდმივად არის კულტურათა თავშეყრის ადგილი და მზად ვართ, ამ კულტურული გავლენის მისაღებად“, – აღნიშნა ლევან კოღუაშვილმა.

ფილმი ოთხი ქვეყნის თანამშრომლობით არის შექმნილი, თანაპროდიუსერია საქართველოს პირველი არხი, აღმასრულებელი პროდიუსერები არიან არმენ ზულოიანი, თინათინ ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე. „მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ-იორკში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები