LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან მჭედლიძეს დავით აღმაშენებლის ტატუ აქვს (ფოტო)

232

საქართველოს ნაკრებისა და “ემპოლის” ფორვარდი ლევან მჭედლიძე ტატუებითაც გამორჩევა.

“ემპოლის” ფეისბუქ გვერდის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთი ვარჯიშის ფოტორეპორტაჟში ქართველის ორი ტატუ მოხვდა. მჭედლიძის მარჯვენა ფეხზე ქართველთა მეფეთ მეფე დავით აღმაშენებელი და საქართველოს რუკაა გამოსახული, მარცხენა ფეხს კი ბრაზილიელი რონალდოს გამოსახულება ამშვენებს.

მჭედლიძემ და “ემპოლიმ” გასულ სეზონში სერია ა დატოვეს და მიმდინარე წელს სერია ბ-ს გათამაშებაში ასპარეზობენ. ქართველმა ფეხბურთელთან დაკავშირებით რამდენიმე კლუბის შემოთავაზებაზე დაიწერა, მაგრამ ლევანი კვლავ “ემპოლიში” აგრძელებს თამაშს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები