LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან სამუშია: საკონსტიტუციო სასამართლოს თავზე ცისფერი კვამლი ამოვიდა

105

“საკონსტიტუციო სასამართლოს თავზე ცისფერი კვამლი ამოვიდა,”- ასე გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების” წევრი ლევან სამუშია, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძის არჩევას:

ბატონი თავაძე იყო ერთ-ერთი მოსამართლე სხვა მოსამართლეებთან ერთად რომლებმაც ე.წ. კაბელების საქმე ჩაშალა. საბოლოოდ სასამართლო შედგა და გადაწყვეტილების გამოსატანად არიან გასულები. ბატონი თავაძე ამბობს, რომ იქნება ობიექტური, სკეპტიციზმით ვარ განწყობილი, მაგრამ მოხარული ვიქნები ეს თუ არ გამართლდება და გათავისუფლდება საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების გავლენებისგან. გვახსოვს ხელისუფლების ინტერესი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, როცა რუსთავი 2-ის და ე.წ. კაბელების საქმეები განიხილებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g