LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან თოფაძეს არ დაუნახავს ჰქონდა, თუ არა ბუსა ჟვანიას დანა ან მსგავსი საგანი – ადვოკატი

254
BeFunky-collage (1)

„ლევან თოფაძემ აღნიშნა, რომ ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის დროს მიიღო დაზიანებები, თუმცა მას პირადად დანა ან რაიმე მსგავსი არ დაუნახავს, თუმცა შეხლა-შემოხლის ფაქტი დაადასტურა და ამის თაობაზე მისცა შესაბამისი ჩვენება”- ამის შესახებ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის ადვოკატმა განაცხადა.

ლევან თოფაძე მისი დაჭრის ფაქტის შემდეგ გუშინ პირველად დაიკითხა. საგამოძიებო უწყება მას საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაახლოებით სამი საათის განმავლობაში კითხავდა.

“მადლობა ღმერთს” – ნინო ჟვანია ლევან თოფაძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ადვოკატის თქმით, დაპირისპირება ბუსა ჟვანიასა და ლევან თოფაძის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოხდა, ვინაიდან, ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

“ჩემი შვილი სასჯელს იმსახურებს…ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, როგორიც მათთვის” – ნინო ჟვანია თოფაძეებს ბოდიშს უხდის

“მან აღნიშნა, რომ ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის შედეგად მიიღო დაზიანებები. თუმცა, ასევე განმარტა, რომ დანა, ან რამე მსგავსი საგანი მას არ დაუნახავს. როგორც თავად განმარტა, ბუსა ჟვანიასთან მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებდა, გამარჯობით იცნობდა. დაპირისპირება სატელეფონო საუბრის შედეგად მოხდა, ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს. ტელეფონზე არანაირი მუქარის შესახებ არ განუცხადებიათ, ეს იყო სიტყვიერი დაპირისპირება,

მან დეტალურად მისცა ჩვენება, თუმცა ბრალდების მხარე თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით დაზუსტებაა საჭირო, ეს ალბათ მოხდება. შეუმსუბუქდება თუ დაუმძიმდება ბრალი, ეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებსა და სასამართლოზეა დამოკიდებული. გამოძიების მხრიდანაც იყო ეს შეკითხვა დასმული, თუმცა მან კატეგორიულად უარყო, რომ ჟვანიას რაიმე საგნით დაზიანება მიეყენებინა. როდესაც შედგა სატელეფონო საუბარი იქ გაჟღერდა გოგოს სახელი და გვარი, თუმცა ეს არსებითი არ არის ამ საქმეში.ჯანმრთელობის მდგომაროება მიუხედავად იმისა, რომ სტაბილურია დღეის მდგომარეობით საკმაოდ მძიმეა”, – განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ანთაძემ.

ირაკლი თოფაძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, ვინ დაჭრა მისი შვილი: “არავინ ამტკიცებს, რომ ქალბატონი ნინოს შვილმა დაარტყა”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები