LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ვასაძესთან დაკავშირებული ჯგუფი იმ ტრანსგენდერ ქალს დაეხმარება, რომელმაც თავის დაწვა სცადა

833
Capture

ბიზნესმენი ლევან ვასაძის თანაგუნდელი კონსტანტინე მორგოშია, სოციალურ ქსელში ტრანსგენდერი ქალის მიერ თავის დაწვის მცდელობის ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, ლევან ვასაძესთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აქტივისტების ჯგუფი “ალტ ინფო”, რომლის დამფუძნებელია თავად მორგოშიაა, მზად არის ტრანგენდერ ქალს ფინანსურად დაეხმაროს.

“ჩვენ, ალტ-ინფო ჯგუფი ამ პანდემიის დროს ამ პანდემიის დროს ბევრ ადამიანს, სტრუქტურას, თუ ორგანიზაციას დავეხმარეთ.ამიტომ, თუ ვინმე ითავებს ამ ადამიანის დახმარებას და დაწერთ ანგარიშის ნომერს… მიუხედავად ჩვენი რადიკალურად განსხვავებული შეხედულებებისა, მზად ვართ, ფინანსურად დავეხმაროთ ამ განსაცდელში მყოფ პიროვნებას”, – წერს ლევან ვასაძის თანამოაზრე.

 

შეგახსენებთ, 30 აპრილს ტრანსგენდერმა ქალმა მერიის შენობასთან პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა. ტრნსგენდერი ქალი სამართალდამცველებმა შეაჩერეს და დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას ითხოდა და აცხადებდა, რომ შექმნილი ვითარების პირობებში, ტრანსგენდერი ადამიანები უყურადღებოდ, ყოველგვარი დახმარების გარეშე დარჩნენ, პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

mazda magti 5g