„დღეს ყველა ფორმით, ყველა ლაპარაკობს, ყველა გამოხატავს პროტესტს, ყველა თავის თავის ბატონ-პატრონია, მაგრამ საჭიროა გაერთიანება. ასევე, საჭიროა პოლიტიკური ძალის, ან პოლიტიკური იდეის დაბადება“, – ამის შესახებ „თეატრი სახელოსნო 42“-ის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლევან წულაძემ განაცხადა.
როგორც წულაძემ „საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის“ დაარსების შემდეგ განაცხადა, ასამბლეაზე ახალი პოლიტიკოსები დაიბადებიან.
„რატომღაც ჩვენი ხმა არ ესმით და ამიტომ ვუმატებთ ამ ხმას, ყველა აქ ვდგავართ, მეც აქ ვარ, იმიტომ, რომ ვიცი, სწორ და კარგ საქმეზე ვდგავართ“ – ლევან წულაძე საპროტესტო მანიფესტზე
„ეს კარგი საქმე გახლავთ უდანაშაულო ადამიანების ციხიდან გამოშვების სურვილი და მოთხოვნა“ – უთხრა ლევან წულაძემ „ფორტუნას“
„დღეს ყველა ფორმით, ყველა ლაპარაკობს, ყველა გამოხატავს პროტესტს, ყველა თავის თავის ბატონ-პატრონია, მაგრამ საჭიროა გაერთიანება. ასევე, საჭიროა პოლიტიკური ძალის, ან პოლიტიკური იდეის დაბადება. მხოლოდ გაერთიანება აღარ კმარა. გაერთიანებული არის ხალხი. ახლა მგონი, საჭიროა, სტრუქტურირება და პოლიტიკური იდეების დაბადება. მგონია, რომ ამ ასამბლეაზე დაიბადებიან ახალი პოლიტიკოსები, რადგან პოლიტიკური სპექტრის განახლება ძალიან საჭიროა“,– განაცხადა წულაძემ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამაარსებელ ეროვნულ ყრილობაზე „საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა“ დაფუძნდა. ყრილობა „თეატრი სახელოსნო 42“-ში გაიმართა.
საზოგადოებრივი ასამბლეა სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფს გააერთიანებს და მისი მიზანი მოქალაქეების მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღება, მშვიდობიანი და სტრატეგიული გზით კრიზისის დაძლევა და იმ მექანიზმების შექმნა იქნება, რომლებიც მომავალში ქვეყანას მსგავსი კრიზისების თავიდან არიდებაში დაეხმარება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეებს შესაბამის სამუშაო ჯგუფებში გაერთიანებით მნიშვნელოვანი საკითხების დამუშავება, განხილვა და თავიანთი ძალისხმევით საზოგადოებრივი ზეწოლის გაძლიერება შეეძლებათ.
„ეს არის ჩვენი სასოწარკვეთილი ხმა, რადგან არავინ გვისმენს“ – ლევან წულაძე