რობერტ ლევანდოვსკიმ კარიერაში 500 გოლი გაიტანა და მესის, კრიშტიანოსა და ზლატანს შეურთდა.
პოლონელი თავდამსხმელი მეოთხე მოქმედი ფეხბურთელია, რომელმაც ამ ნიშნულს უწია.
ლევანდოვსკი ბუნდესლიგის ზედიზედ 8 მატჩში იტანს. ბოლოს უგოლოდ მოედანი 2020 წლის 5 დეკემბერს დატოვა („ლაიპციგთან 3:3).
32 წლის ფორვარდმა 21 გოლი გაიტანა „ზნიჩ პრუშკუვის“ შემადგენლობაში, 41 გოლით დაეხმარა „ლეხს“, 103 გოლია დორტმუნდელთა რიგებში, 272 – „ბაიერნის“ შემადგენლობაში და კიდევ 63 პოლონეთის ნაკრებში.
ბუნდესლიგის მიმდინარე პირველობაზე ლევანდოვსკიმ 17 მატჩში 23 გოლი შეაგდო.
ასეთი დიდებული შედეგიანობის გამო ლევანგოლსკად წოდებული ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიის ორი უდიადესი მოვლენის ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოს კამპანიაში აღმოჩნდა, სადაც კიდევ ერთი საპატიო ადგილი დამსახურებულად უბერებელ იბრაჰიმოვიჩს ეკუთვნის.