LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lexus-ის ჰიბრიდული კუპე LC500h ჟენევის ავტოშოუსთვის ემზადება

67

რამდენიმე დღის წინ, Toyota-ს პრემიალურმა მარკამ Lexus ახალი ჰიბრიდული ავტომობილის LC500h-ის პრემიერის თარიღი გაამხილა. კომპანიის განცხადებით, ახალი მოდელის პრეზენტაცია, რომლის საბაზისო ვერსიაც Lexus-ის LC500 გახლავთ, მარტში, ჟენევის ავტოშოუზე გამოჩნდება.

პრემიერამდე გამოქვეყნებული ფოტოს ანალიზის შემდეგ, კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ LC500-ის ჰიბრიდული კუპე, თითქმის იგივე მოდიფიკაციისაა, რაც ორიგინალი, საბაზისო სპორტული ვერსია.

გავრცელებული ხმების მიხედვით, ახალი LC500h-ის კაპოტქვეშ 3,5 ლიტრიანი მძლავრი აგრეგატი მოთავსდება, რომელიც იმუშავებს როგორც საწვავზე, ასევე ელექტროენერგიის დახმარებითაც, ხოლო ავტომობილის სიმძლავრე 470 ცხენის ძალა იქნება.

Lexus LC500h უნიკალურ პლაფტორმაზე GA-L-ზე აიწყობა და უკანაწამყვანთვლიანი იქნება. ჰიბრიდული კუპე 4,760მმ სიგრძის, 1,920მმ სიგანის იქნება. გარდა ამისა, ავტომობილმა განახლებული წინა პანელი, განათების სისტემა, სპოილერი და მოკლე დაკიდების სისტემა მიიღო.

რაც შეეხება სტანდარტულ LC500-ს, რომლის დებიუტიც დეტროიტის ავტოშოუზე შედგა 467 ცხენის ძალის მქონე, 8 ცილინდრიანი, 5.0 ლიტრიანი ძრავით არის წარმოდგენილი, რომელიც 9 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით იმართება, რომელიც 100კმ/სთ სიჩქარეს 4,5 წამში ანვითარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები