“დღეს ყველაზე მოწყვლადი ახალგაზრდები არიან და მათ უფრო მეტი პრობლემები გააჩნიათ,- ამის შესახებ ბათუმში საერთაშორისო ევროპულ კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ ულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკატერინა ზაქარიევამ განაცხადა.
„მე კარგად მახსენდება წინა წლები და ტვინის გამორეცხვის 45 წელი არის ძალიან დიდი პერიოდი და 30 წლის შემდეგაც შემიძლია ვთქვა, რომ დიდი განსხვავებაა ჩვენსა და იმ ქვეყნების მენტალიტეტს შორის, რომლებიც არ იმყოფებოდნენ საბჭოეთის ფრთის ქვეშ.
როცა ვამბობ „საქართველოს“, ვგულისხმობ „თავისუფლებას“, „სიამაყეს“, „მამაცობას“...
თქვენ გააოცეთ მთელი სამყარო, არავის მისცეთ უფლება დაგყოთ - დონალდ ტუსკი ქართველ ხალხს
ძალიან რთულია დავარწმუნოთ ადამიანები, რომ სჯეროდეთ საკუთარი პოლიტიკური სისტემების, მედიის და ა.შ. რადგან ადამიანები შეჩვეულები არიან იმას, რომ იტყუება მედია, იტყუებიან პოლიტიკოსები და ა.შ. ამიტომ საჭიროა რეფორმები განათლების გზით“, – განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს ნდობა ჰქონდეთ თავიანთი ქვეყნის სისტემების, მათ უნდა დაინახონ, რომ აქვთ შესაძლებლობა წინ წავიდნენ.
“დღეს ყველაზე მოწყვლადი ახალგაზრდები არიან და მათ უფრო მეტი პრობლემები გააჩნიათ. ძველი თაობის ადამიანები, რომლებიც დღეისთვის ლიდერები არიან, არ უსმენენ ახალგაზრდებს, როგორც საჭიროა, ისინი კი კარგად აღიქვამენ იმ რეალობას, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეცვლას მოითხოვს, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველოს ჰყავს ახალგაზრდობა, რომელიც თავის იმედებს ამყარებს მომავალზე, განათლების მიღების გზით სამუშაო ადგილების მოძიებაზე და ამიტომ პოლიტიკოსებმა უნდა იმოქმედონ, რომ დაანახონ ახალგაზრდებს მეტი პერსპექტივა“- აღნშნავს მინისტრი.