ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ(OECD) მსოფლიოს 48 ქვეყანაში სპირტიანი სასმლის მოხმარება შეადარა ერთმანეთს და დასკვნებიც გამოაქვეყნა. ამის შესახებ Fox News წერს.
ყველაზე მსმელი ქვეყნების სიაში აღმოსავლეთ ევროპა ლიდერობს. პირველ პოზიციებზე არიან ლატვია და ლიეტუვა, რომელთა მცხოვრებლებიც წელიწადში საშუალოდ 12 ლიტრ ალკოჰოლს იღებენ. შემდეგ ადგილებზე არიან ესტონეთი, ჩეხეთი და ბულგარეთი, სადაც ერთი ლიტრით ნაკლებ სასმელს მიირთმევენ.
განხილულ ქვეყნებში წელიწადში საშუალოდ 8,6 ლიტრ ალკოჰოლს მიირთმევენ. 2011 წელს ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო და 8,9 ლიტრს შეადგენდა. ყველაზე დიდი კლება ლიეტუვაში იყო: ათი წლის წინ იქ წელიწადში 2 ლიტრით მეტ სპირტიან სასმელს მიირთმევდნენ. კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც სასმელი გადააგდეს, ირლანდია გახდა. ლატვიაში კი პირიქით, ახლა ორი ლიტრით უფრო მეტს სვამენ ვიდრე 2011 წელს. ალკოჰოლის მოხმარება გაიზარდა მექსიკასა და ნორვეგიაშიც.
ალკოჰოლიზმის პრობლემას გამოკითხულთა 19% ებრძვის. დანიაში, რუმინეთში და დიდ ბრიტანეთში ამ სირთულეს მოსახლეობის 30% აწყდება. ხოლო იტალიასა და თურქეთში – 3%-ზე ნაკლები.