პატიმრობაში მყოფი მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიამ დაჯილდოებაზე მიიწვია. ამის შესახებ მსახიობის დედა ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს
„დამნაშავე” ანდრო ჭიჭინაძე მიიწვია ევროპის კინოაკადემიამ დაჯილდოებაზე“, – წერს ლიკა გუნცაძე.
წერილის თანახმად, დაჯილდოება 2026 წლის 17 იანვარს ბერლინში გაიმართება.
შეგახსენებთ, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გასული წლის საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
