LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lil Nas X-მა ჰომოსექსუალობა აღიარა (ფოტო)

185
PRC_72540127

Lil Nas X-ის ,,ქამინგ-აუთი” სოციალურ ქსელს ელვის სისწრაფით მოედო. 20 წლის ამერიკელმა რეპერმა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად განაცხადა.

მან ,,ტვიტერზე” სიმღერა C7osure (You Like) გამოაქვეყნა. ახალაგაზრდა ვარსკვლავმა პოსტის აღწერისას, თაყვანისმცემლებს სინგლის ყურადღებით მოსმენა ურჩია. არტისტის განმარტებით, ტრეკი მის სექსუალობას გამოხატავს.

https://twitter.com/LilNasX/status/1145428812404068352?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1145428812404068352%7Ctwgr%5E363937393b70726f64756374696f6e&ref_url=https%3A%2F%2Fpitchfork.com%2Fnews%2Flil-nas-x-comes-out-as-gay%2F

ამასთან, ჰიპ-ჰოპ შემსრულებელმა ფანებს სადებიუტო მინი ალბომის – 7 გარეკანიც გაუზიარა, რომლის შტრიხკოდის დიზაინში, LGBT თემის დროშა ჩანს.

შეგახსენებთ, რომ Lil Nas X-ის მუსიკალური კარიერა სტარტს გასული წლის ბოლოდან იღებს. მისი დუეტი – Old Town Road ბილი რეი საირუსთან, უკვე რამდენიმე კვირაა ,,ბილბორდის ცხელი 100-ეულის” პირველ პოზიციაზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები