დღეს დილით სამტრედიაში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
მსუბუქი ავტომობილი ტაქსს შეეჯახა.
სამივე გარდაცვლილი სენაკიდან იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ამბები.გე“ ავრცელებს.
გარდაცვლილებს შორის არიან დედა-შვილი.
როგოც მათი ახლობელი სააგენტოს უყვება, ისინი ტაქსით სამედიცინო დაწესებულებაში მიდიოდნენ, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
„გარდაცვლილია ლილი ბაღათურია და მისი დედა, როზა ტყებუჩავა.
საშინელი ტრაგედია დატრიალდა, ძალიან კარგი ადამინები დაიღუპნენ. ლილის დედა ონკოლოგიური ავადმყოფი იყო და თბილისში მიყავდა ერთ-ერთი სამკურნალო პროცედურის ჩასატარებლად. ლილის და თბილისში ელოდებოდა ორივეს, თუმცა სამწუხაროდ ასე დასრულდა.
ძალიან ცუდი სიტუაციაა. ლილის არაჩვეულებრივი ოჯახი დარჩა, უკარგესი ქალ-ვაჟი. ანანომ წელს წარჩინებით დაამთავრა წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია, მოიპოვა სამხატვრო აკადემიის შიდა დაფინანსება, ბიჭი სტუდენტია , ისიც ჭკვიანი და ნიჭიერია. შვილებმა სოციალური ქსელიდან შეიტყვეს დედის გარდაცვალება და ძალინ მძიმე, რთულ მდგომარეობაში არიან. ყველას ერთნაირად გვტკივა და ვერ აგიღწერთ რა ხდება ახლა იქ”. – ყვება ოჯახის ახლობელი.