LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლილოში აქციაზე პოლიციაა მობილიზებული – ტრაილერების მძღოლების პროტესტი გრძელდება

114

ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან, სადაც მესამე დღეა, მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ, რამდენიმე ავტობუსით პოლიციის თანამშრომლები მიიყვანეს.

რატომ გახდა აქციაზე პოლიციის მობილიზება? – ამ კითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში “ფორტუნას” განუცხადეს, რომ “როგორც ყველა აქციაზე, აქაც პოლიცია წესრიგის დაცვისთვის იმყოფება”.

გეზ-თან აქციის მონაწილეები საქართველოს ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ხორბლის გადატანა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უნდა აიკრძალოს.

დღეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, მძღოლებს საინიციატივო ჯგუფის შექმნა და მოლაპარაკებები შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

“შევხვდით უკვე და აქეთ დამატებითი ბრალდებები წამოვიდა. გვითხრან ამ ბრძანებას გააუქმებენ თუ არა. შეხვედრა შეხვედრისთვის არ გვინდა” – განაცხადეს მძღოლებმა.

ფოტო: 1tv.ge

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანა 15 სექტემბრიდან უნდა აკრძალულიყო, თუმცა აკრძალვის ვადა 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა. ამ რეგულაციის ფარგლებში მძღოლებს და მეწარმეებს არ ეძლევათ საშუალება, რომ ხორბალი შემოტანონ სატვირთო ავტომობილით. აქციის მონაწილეების განცხადებით, ამ ბიზნესში ჩართულია სულ ცოტა 10 000 ადამიანი, რომლებიც უსახსროდ რჩებიან.

გარდა ამისა, მძღოლები ამბობენ, რომ ახალი რეგულაციები ხორბლის და შესაბამისად, პურის ფასს გააძვირებს.

ნახეთ ამავე თემაზე: “ლარსის გადაკეტვა პურს ვერ გააძვირებს” – რა შემთხვევაში მოიმატებს პურის ფასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g