LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლიმონი კორონავირუსისგან ვერ დაგვიცავს” – პაატა იმნაძე გავრცელებულ 4 მითს განმარტავს

506
pjimage

პაატა იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებებზე ისაუბრა. “იმედის” ეთერში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ 4 ძირითადი მითი განმარტა.

ერთ-ერთი გავრცელებული მოსაზრებაა, რომ “კოვიდ 19” ჰაერში რჩება და ჰაერითაც ვრცელდება. პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს და კვლევები მიმდინარეობს.

“იყო გარკვეული სამეცნიერო პუბლიკაციები, რომლებიც ამბობდა, რომ შესაძლოა, აეროზოლის სახით დარჩეს ჰაერში, თუმცა დღემდე ოფიციალურად მაინც არ არის ეს აზრი მიღებული და მიიჩნევა, რომ კორონავირუსი წვეთოვანი გზით ვრცელდება, ანუ ჰაერში დიდხანს არ რჩება“, – აცხადებს იმნაძე.

რაც შეეხება 95%-იანი სპირტის გაუზავებლად სადეზინფექციოდ გამოყენებას, პაატა იმნაძეს თქმით, 95%-იანი სპირტი არცერთი დაავადების დროს არ უნდა გამოვიყენოთ სადეზინფექციოდ და სპირტი 60-დან 70-გრადუსამდე უნდა იყოს.

მზად ვართ ამ გამოწვევისთვის: საქართველოს მთავრობამ 4 ძირითადი მიმართულება დასახა

"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკამ მინიმალური ზიანი მიიღოს".

თუ 15 წამის განმავლობაში სუნთქვის შეკავების შემდეგ არ დაგვახველებს, არ ვართ კორონავირუსით ინფიცირებული – ამ შეკითხვაზე კი იმნაძე ამბობს, რომ ასეთი ტესტი ნამდვილად არ სმენია.

“დიდად მადლობელი დავრჩები, თუ სამეცნიერო წყაროს მომაწვდიან, სადაც ეს წერია” – ამბოს ის.

დაბოლოს, ყველაზე გავრცელებულია მოსაზრება, რომ ნივრის, წიწაკისა და ლიმონის ჭამა ვირუსთან ბრძოლაში გვეხმარება. პაატა იმნაძე ამ მითს ასე განმარტავს: “ნიორიც და წიწაკაც ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის, ლიმონზე აღარ ვსაუბრობ, ძალიან კარგია, რადგან დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, მაგრამ სამწუხაროდ, კორონავირუსისგან ეს ვერ დაგვიცავს”, – აცხადებს პაატა იმნაძე.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებს კიდევ 3 შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანობაში ქვეყანაში “კოვიდ 19”-ით 43 ადამიანია ინფიცირებული.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

 

magti 5g