მიუხედავად იმისა, რომ ლინდსი ლოჰანი და მისი რუსი ბოიფრენდი, ეგორ ტარაბასოვი ჯერ არ დაქორწინებულან, წყვილმა მავრიტანიის სანაპიროზე თაფლობის თვე მოიწყო.
29 წლის ლინდსი პაპარაცებმა თეთრი ფერის მთლიან საცურაო კოსტიუმში დააფიქსირეს, მისმა 22 წლის ბოიფრენდმა კი უპირატესობა წითელ შორტსა და სათვალეს მიანიჭა.
შეყვარებულები ულამაზეს კუნძულზე არაჩვეულებრივ დროს ატარებენ: ისინი ოკეანეში ცურავენ, ნავით სეირნობენ და ქოქოსს მიირთმევენ.