საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავი, ლიონელ მესი მიმდინარე წლის სექტემბერში მამა მეორედ გახდა. ლეომ და ანტონელამ ვაჟს მასეო დაარქვეს. ბედნიერი მამა დიდხანს წელავდა მომენტს და თაყვანისმცემლებს უმცროს შვილს არ აჩვენებდა.
თუმცა, დამდეგი შობა გამონაკლისი გახდა და „ინსტაგრამზე“ ფეხბურთელმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ოჯახი სრული შემადგენლობით, ნაძვის ხის ფონზეა გადაღებული.