LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიონი და ჰელსინკი „ჭკვიანი ტურიზმის დედაქალაქების“ სტატუსს მიიღებენ

73

ლიონი და ჰელსინკი „ჭკვიანი ტურიზმის დედაქალაქების“ სტატუსს მიიღებენ. საპატიო წოდების პირველი მფლობელები ქალაქები 2019 წელს გახდებიან და ისინი დამოუკიდებელმა ჟიურიმ 38 კანდიდატს შორის შეარჩია. საინტერესო ინიციატივა კი ევროკავშირს ეკუთვნის და ჭკვიანი ტურიზმის დედაქალაქის წოდებას მიიღებს ყველა ის დანიშნულება სადაც ტურისტებისთვის ინოვაციური მომსახურებაა დანერგილი და სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე კომოფრტულია. გამარჯვებული ქალაქი საერთაშორისო ასპარეზზე რეკლამას და ტურისტულ ბრენდად ჩამოყალიბებაში ხელშეწყობას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ წელს ჟიურიმ გარდა ორი გამარჯვებულისა, საუკეთესოებს შორის კიდევ 4 ქალაქი – მალაგა, ლიუბლიანა, კოპენჰაგენი და ლინცი გამოყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები