ლიონის მეტროს სულ მალე 4G ქსელით აღჭურვავენ. სიახლე ყველაზე მეტად ტურისტებს გაუხარდებათ, რადგან ფრანგულ ქალაქში მოგზაურობის დროს ისინი ბევრად უფრო ხარისხიან მობილურ კავშირსა და ინტერნეტს მიიღებენ. უფრო მეტიც, ინტერნეტი არა მხოლოდ მეტროს გაჩერებებზე, არამედ გვირაბებშიც არაჩვეულებრივად იმუშავებს.
პორტალ „Deplacements Pros.”-ს ინფორმაციით, 4G ქსელი ლიონის მეტროპოლიტენის 4-ვე ხაზს მოიცავს. სიახლეზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მის გამოყენებას ადგილობრივები თუ ქალაქის სტუმრები 2019 წლიდან შეძლებენ.