LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიოვს ყველაზე მეტ ფულს აძლევენ: მუნდიალის მწვრთნელების ხელფასები

38

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებთა მწვრთნელებს შორის, ყველაზე მაღალი ანაზღაურება მოქმედი ჩემპიონის გერმანიის ნაკრების დამრიგებელს იოახიმ ლიოვს აქვს – ის წელიწადში 3.8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მას 400 ათასით ჩამორჩებიან ტიტე (ბრაზილია) და დიდიე დეშამი (საფრანგეთი).
ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს სენეგალის ნაკრების მწვრთნელს ალიუ სისეს, რომელიც წლიურად მხოლოდ 200 ათას ევროს იღებს.

ხელფასების რეიტინგი ასეთია:

1. იოახიმ ლიოვი (გერმანია) – 3,8 მლნ. ევრო
2. ტიტე (ბრაზილია) – 3,4 მლნ
2. დიდიე დეშამი (საფრანგეთი) – 3,4 მლნ
4. ხულენ ლოპეტეგი (ესპანეთი) – 2,9 მლნ
5. სტანისლავ ჩერჩესოვი (რუსეთი) – 2.5 მლნ
6. ფერნანდუ სანტუში (პორტუგალია) – 2,18 მლნ
7. კარლუშ კეირუში (ირანი) – 1,9 მლნ
7. გარეთ საუთგეიტი (ინგლისი) – 1,9 მლნ
9. ხორხე სამპაოლი (არგენტინა) – 1,77 მლნ
10. ოსკარ ტაბარესი (ურუგვაი) – 1,7 მლნ
11. ექტორ კუპერი (ეგვიპტე) – 1,5 მლნ
11. ხოსე პეკერმანი (კოლუმბია) – 1,5 მლნ
13. ხუან პიცი (საუდის არაბეთი) – 1,4 მლნ
14. ბერტ ვან მაარვიკი (ავსტრალია) – 1,17 მლნ
15. რიკარდო გარეკა (პერუ) – 1,1 მლნ
16. ხუან ოსორიო (მექსიკა) – 1 მლნ
17. ოგე ჰარეიდე (დანია) – 0,925 მლნ
17. აკირა ნისინო (იაპონია) – 0,925 მლნ
17. რობერტო მარტინესი (ბელგია) – 0,925 მლნ
20. ვლადიმირ პეტკოვიჩი (შვეიცარია) – 0,845 მლნ
21. ერვე რენარი (მაროკო) – 0,778 მლნ
22. ჰეიმირ ჰადლგრიმსონი (ისლანდია) – 0,697 მლნ
23. ზლატკო დალიჩი (ხორვატია) – 0,546 მლნ
24. გერნოტ რორი (ნიგერია) – 0,497 მლნ
25. იანე ანდერსონი (შვედეთი) – 0,448 მლნ
25. ტაე-იონ შინი (სამხრეთ კორეა) – 0,448 მლნ
27. ერნან გომესი (პანამა) – 0,398 მლნ
28. ნაბილ მალული (ტუნისი) – 0,348 მლნ
28. ოსკარ რამირესი (კოსტა რიკა) – 0,348 მლნ
30. მლადენ კრსტაიჩი (სერბეთი) – 0,298 მლნ
31. ადამ ნავალკა (პოლონეთი) – 0,268 მლნ
32. ალიუ სისე (სენეგალი) – 0,2 მლნ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები