Victoria’s Secret-ის „ანგელოზი“, ადრიანა ლიმა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვია. 44 წლის მოდელმა ბრენდის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც შავი ბიკინით პოზირებს. კადრების გავრცელების შემდეგ მედიაში მითქმა-მოთქმა ატყდა. საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ლიმამ „ლიპოსაქცია“ და „სხეულის ფილერი“ გაიკეთა.
ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, კომენტარებში უამრავმა ადამიანმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ლიმამ შესაძლოა, ოპერაციული ჩარევით მოიშორა მუცლის ცხიმები.
„მარტო მე მეჩვენება, თუ აშკარად ლიპოსაქციაა?“, „არაბუნებრივად გამოიყურება!“, „დაიტოვე რაიმე ბუნებრივი“, – წერენ გულშემატკივრები.
„ბალენსიაგას“ თეთრ კაბაში გამოწყობილი ადრიანა ლიმა, ფრანგული Vogue-ის გარეკანს ამშვენებს
აღსანიშნავია, რომ მოდელს მესამე შვილის გაჩენის შემდეგ ჩვეული ფორმის დაბრუნება საკმაოდ გაუჭირდა. შემდეგ იყო არაერთი პლასტიკური ჩარევა, თუმცა საბოლოოდ, ლიმამა თავისი კუთვნილი „ანგელოზის ფრთები“ დაიბრუნა და პოდიუმზე ტრიუმფიც მოახდინა.
43 წლის ადრიანა ლიმამ წონაში კიდევ უფრო მეტად დაიკლო – 5 შვილის დედის უახლესი ფოტოები
ფოტო/ვიდეო: ადრიანა ლიმას დაბრუნებული „ანგელოზის ფრთები“ და ტრიუმფი Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე







