LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისის ტბის გარშემო საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკი მოეწყო

520

თბილისის მერიამ ლისის ტბის გარშემო საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკის მოწყობა დაასრულა.

კეთილმოწყობილი წრიული ბილიკის სიგრძე სრულად 3 კილომეტრს შეადგენს. ტბის გარშემო გზის 2,5-კილომეტრიან მონაკვეთში დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო სადრენაჟე-სანიაღვრე ქსელი და გარე განათების სისტემა.  ბილიკის  გასწვრივ 101 სანათი ბოძი და 10 ურნა დამონტაჟდა.

ტბის გარშემო დაიდგა ასევე ნაგავშემკრები კონტეინერები. ამასთან, კეთილმოეწყო საფეხმავლო გზის გვერდულები. საფეხმავლო ბილიკზე განთავსდა საგზაო ნიშნები და ყოველ 500 მეტრში მანძილის აღმნიშვნელი ბოძები დამონტაჟდა.

ლისის ტბის შემოვლითი საფეხმავლო ბილიკის მოწყობა პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მიმართულების – „სარეკრეაციო ზონების მოწყობა-განვითარების პროგრამის“ ნაწილია.

აღნიშნული  პროექტი თბილისის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის აქტიური დასვენების და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით დაიგეგმა და განხორციელდა.

„თბილისის მერიამ თბილისის განვითარების ფონდთან ერთად მოაწყო ბილიკი, რომელიც გულისხმობს სპორტის განვითარების ხელშეწყობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. აქ გაკეთდა როგორც საფეხმავლო-სასეირნო, ასევე საველოსიპედე ბილიკი  თავისი განათების, სანიაღვრე და საგზაო ნიშნების სისტემებით. მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და განხორციელდა  კომპლექსური პროექტი იმისათვის, რომ ეს ტერიტორია რეკრეაციულ-გამაჯანსაღებელი მიმართულებით განვითარდეს, ჩვენს მოქალაქეებს  კი ფეხით თუ ველოსიპედით სეირნობისა და, ქალაქიდან გაუსვლელად,  კომფორტული და  ჯანსაღი დასვენების საშუალება მიეცეს“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები