LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიტვას ესტონეთი მოყვება: საქართველომ კიდევ ერთი ამხანაგური დაგეგმა

31

საქართველოს ნაკრები მარტში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ლიტვასთან 24 მარტს დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ, ვლადიმირ ვაისის გუნდი 27 მარტს ესტონეთის ნაკრებს უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა ერთა ლიგის გათამაშების მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში საქართველოში გაიმართება.

ესტონეთი C ლიგის მეორე ჯგუფში უნგრეთის, საბერძნეთისა და ფინეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები D ლიგის პირველ ჯგუფში ლატვიას, ყაზახეთს და ანდორას დაუპირისპირდება.

უეფას ერთა ლიგის გათამაშება 2018 წლის სექტემბერში იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები